„მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -6 გრადუსამდე“ - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

ყინვა

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას, ხვალ, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

„13 აპრილს, ღამისა და დილის საათებში, შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.