1741011204
უკრაინის მთავრობამ აშშ-თან წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის უფლება ორ მინისტრს მიანიჭა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზე აშშ-თან წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის უფლება საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას და ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს, იულია სვირიდენკოს მიენიჭა. შესაბამისი დოკუმენტი უკრაინის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ატვირთული.
განკარგულების თანახმად, ხელშეკრულებას ხელი ან ერთმა, ან მეორე მინისტრმა უნდა მოაწეროს.
ცნობისთვის, უკრაინის მთავრობამ აშშ-თან გასაფორმებელი ხელშეკრულება წიაღისეულის შესახებ მოიწონა და დაამტკიცა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულებას ხელი 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროს მოეწერება.