თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის პროკურატურაში და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, მას შემდეგ, რაც ალექსეი სიმონენკოს დასვენების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, მას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა სთხოვეს.
როგორც ცნობილი გახდა, სიმონენკო ოჯახთან ერთად 10 დღით, ახალი წლის აღსანიშნად იმყოფებოდა ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელიაში, რა დროსაც ბიზნესმენის და დეპუტატის, გრიგორი კოზლოვსკის მანქანა გამოიყენა.
გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო თანამდებობის პირებს უკრაინის საზღვრებს გარეთ გასვლა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით შეეძლებათ. ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკადრო ცვლილებები დაანონსა.