ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
უკრაინის არმიის მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი აღიარებს, რომ ფრონტის ხაზზე ცოცხალი ძალის ნაკლებობაა.
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო მობილიზაცია არმიის პირადი შემადგენლობის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს.
ომში პროფესიონალი მებრძოლების შევსება კი დროულად ვერ ხერხდება. არმიის ხელმძღვანელმა უკრაინულ მედიასთან ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ თავდაცვით უკრაინა ომს ვერ მოიგებს.
მისი თქმით, არმიას შეტევაზე გადასასვლელად საკუთარი სამხედრო წარმოების გაძლიერება სჭირდება.