„კიდევ ერთხელ განვმეორდები...“ - გოგა მანია მორიგ მიმართვას ავრცელებს
1771604616
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუს ოკუპანტებს კიევიდან 70 კილომეტრამდე, დნეპრის მარჯვენა სანაპირომდე დაახევინეს უკან - ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინელი გენერლის ალექსანდრ გრუზევიჩის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენერლის განმარტებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის გეგმები ჩაშალეს. რაც შეეხება მდინარის მარცხენა სანაპიროს, გენერლის თქმით, მცირედი წინსვლა შეინიშნება.
უკრაინელი გენერალი განმარტავს, რომ ბროვარისა და ბორისპოლის მიმართულებით კი ოკუპანტებმა აქტიური შეტევითი მოქმედებებზე უარი განაცხადეს.