პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მას ნატოს მიმართ ვლადიმერ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუების ესმის, ამის შესახებ გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
„ჩვენ გავზარდეთ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა. გერმანია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ძალისხმევაში. რუსეთმა დიდი ფასი უნდა გადაიხადოს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომისთვის.
მესმის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუების. ისინი პრეზიდენტ პუტინის სასტიკი უაზრო ომის მსხვერპლნი არიან. მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.