პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახლა გათავისუფლებულ პუნქტებზე სრული კონტროლის აღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
„ხერსონის მიმართულებით თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული წარმატებული მოქმედებების შემდეგ, მტერმა ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. არსებული ინფორმაციით, 810-ე ცალკეულმა საზღვაო ბრიგადამ პირადი შემადგენლობის თითქმის 85% დაკარგა. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეები უკიდურესად დაბალ მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობაში იმყოფებიან და მასიურად უარს ამბობენ ომის ზონაში დაბრუნებაზე“, – აცხადებენ გენშტაბში.