ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ომის 200 დღე შეაფასა საკუთარ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველას, ვინც ამ დრომდე უკრაინას იარაღით ხელში იცავს, მადლობა გადაუხადა და უკრაინულ ჯარს მსოფლიოს ნომერ პირველი არმია უწოდა.
„უკრაინის წინააღმდეგობის 200 დღე, თითქმის 5 000 საათი, 300 ათასი წუთი, 20 მილიონი წამი და უამრავი მიზეზი, რათა გითხრათ მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა. ეს უკრაინის დამცველების დამსახურებაა. ყველასი, ვინც მამაცურად დგას 200 დღეა და სწორედ მათი დამსახურებით დგას უკრაინაც. ძლიერი და მაშასადამე, თავისუფალი. გაუტეხავი და მაშასადამე, დამოუკიდებელი. ჩვენი დამცველები დევნიან მტერს სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან. ყველა მიმართულებით ისინი მიდიან მხოლოდ წინ და გამარჯვებისკენ.
დღეს ყველა ხედავს და აღნიშნავს თქვენს ქმედებებს უკრაინის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით. მსოფლიო შთაბეჭდილების ქვეშაა. მტერი პანიკაშია. უკრაინა ამაყობს თქვენით, სჯერა თქვენი, ლოცულობს თქვენთვის და გელოდებათ. გამარჯვების გზა რთული გზაა. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ: თქვენ ეს შეგიძლიათ," - განაცხადა ზელენსკიმ.