რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე - სერგეი ლავროვი

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე. 

"რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, თუმცა კიევის მიერ მათი შემდგომი გაჭიანურება გაართულებს მოსკოვთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას",- განაცხადა ლავროვმა. 

რუსეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალური მოსკოვის პოზიცია სახელმწიფო დუმასა და ფრაქციის ლიდერებთან შეხვედრისას გააჟღერა.

„პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ ჩვენ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე, თუმცა ვინც უარს აცხადებს, უნდა მიხვდეს, რომ რაც უფრო მეტხანს გადადებენ ამ პროცესს, მით უფრო რთული იქნება მათთვის ჩვენთან მოლაპარაკება“, - განაცხადა ლავროვმა.