პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კვირას და ორშაბათს ღამით გაანადგურა ირანული წარმოების შაჰედ-136, რომელიც ცნობილია როგორც „კამიკაძე“.
„გასული 13 საათის განმავლობაში, უკრაინულებმა 37 ირანული შაჰედ-136 თვითმფრინავი და 3 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც რუსი ტერორისტების მიერ იყო გაშვებული“, - წერს სამინისტრო Twitter-ზე.
რუსულმა ძალებმა ორშაბათს დილით დარტყმა მიაყენეს უკრაინას სასიკვდილო „კამიკაძე“ თვითმფრინავით.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დარტყმები, მათ შორის კიევში, ყველა სამხრეთ უკრაინიდან განხორციელდა.
მანამდე საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ 26 თვითმფრინავი ჩამოაგდეს ქვეყნის სამხრეთით.
„კამიკაძე“ დრონები, არის საჰაერო იარაღის სისტემა. მათ შეუძლიათ გარკვეული დრო დაელოდონ პოტენციურ სამიზნეს განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დაარტყან მხოლოდ მაშინ, როცა მტრის აქტივი გამოვლინდება.