„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე...“ - „სანტე“ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს
1743585129
იევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დღეს დილით, დედაქალაქის ცენტრალურ, შევჩენკოს რაიონზე შეტევა განხორციელდა ე.წ. კამიკაძე-დრონების გამოყენებით.
კლიჩკოს ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გაუჩნდა არასაცხოვრებელ ობიექტს. ადგილზე მეხანძრეები, მაშველები და ექიმები მუშაობენ. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ჯერ დაზუსტებული არ არის. უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, შევჩენკოს რაიონში სამი აფეთქება მოხდა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკიც აცხადებს, რომ შეტევა უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. კამიკაძე-დრონების გამოყენებით განხორციელდა