პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მკვიდრი ვასილიევკაში, საგუშაგოზე, მუხლებზე დაჩოქილი ეხვეწებოდა რუს დამპყრობლებს, გაეშვათ, რათა ავადმყოფი დედა საავადმყოფოში წაეყვანა, თუმცა ოკუპანტებმა ამის საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
თვითმხილველების თქმით, მელიტოპოლელი მამაკაცს მოხუცი დედა ზაპოროჟიეში მიჰყავდა. საგუშაგოზე, ექვსდღიანი ლოდინის შემდეგ, ქალს ინფარქტი დაემართა.
წარუმატებელი თხოვნების შემდეგ, მან დაიჩოქა და დაიწყო ხვეწნა, რომ დედა საგუშაგოზე გაეტარებინათ და მისი საავადმყოფოში გადაყვანის შესაძლებლობა მიეცათ. მას უარი უთხრეს.
„ჩემს ცხოვრებაში პირველად ვნახე ასე დამცირებული მამაკაცი. მაგრამ რა უნდა ქნა, თუ სხვა გამოსავალი არ არის..." - თქვა ერთ-ერთმა თვითმხილვევლმა.