1732386875
ნუ დაგვიბრუნებთ 1917 წელს - რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენი პუტინს აფრთხილებს
რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენი, უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლს აფრთხილებს, რომ სანქციების დაწესებით ქვეყანა, შესაძლოა 100 წლით უკან წავიდეს და იმ მდგომარეობას დაუბრუნდეს, როგორიც 1917 წელს იყო. ამის შესახებ CNN წერს.
მეტალურგიული გიგანტის Norilsk Nickel-ის (NILSI) პრეზიდენტმა და უმსხვილესმა აქციონერმა, ვლადიმერ პოტანინმა, თქვა, რომ რუსეთი „რისკავს 1917 წლის რევოლუციის მღელვარე დღეებში დაბრუნებას“. იგი რუსეთის მთავრობას მოუწოდებს გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე აქტივების ჩამორთმევასთან დაკავშირებით.
„ჯერ ერთი, ის ასი წლით უკან წაგვიყვანს, 1917 წლამდე. ასეთი ნაბიჯის შედეგები იქნება - რუსეთის მიმართ გლობალური უნდობლობა ინვესტორების მხრიდან.
მეორე, ბევრი კომპანიის გადაწყვეტილება შეაჩერონ თავიანთი საქმიანობა რუსეთში, გარკვეულწილად ემოციური ხასიათისაა და შეიძლება მიღებული იყოს მათზე უპრეცედენტო ზეწოლის შედეგად საზღვარგარეთ საზოგადოებრივი აზრის მხრიდან. ასე რომ, დიდი ალბათობით, ისინი დაბრუნდებიან. მე პირადად მათ დავუტოვებდი ამ ვარიანტს“, - ამბობს პოტანინი.
პოტანინი რუსეთის უმდიდრესი მილიარდერია და მისი ქონება დაახლოებით 22,5 მილიარდი დოლარია მიუხედავად იმისა, რომ მან წელს დაკარგა თავისი ქონების დაახლოებით მეოთხედი. კომპანიის აქციებმა ლონდონის ვაჭრობაში 90%-ზე მეტი დაკარგა, ამ თვეში კი ფასების ზრდის მიუხედავად, მუშაობა შეაჩერა.