მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
რუსი ჟურნალისტის, ანდრეი სოლდატოვის ინფორმაციით პუტინის დავალებით რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მეხუთე განყოფილების უფროსი სერგეი ბესედა და მისი მოადგილე ანატოლი ბოლუხი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
ჟურნალისტი ინფორმაციას Twitter-ზე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, პუტინი უკმაყოფილოა სადაზვერვო ოპერაციების წარუმატებლობით, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის მარცხთა სერია გამოიწვია.
„როგორც ჩანს, პუტინი ნამდვილად უკმაყოფილოა FSB-ით: ის თავს დაესხა მეხუთე სამსახურის SOiMS-ს (FSB-ის საგარეო დაზვერვის ფილიალს). სერგეი ბესედა, სამსახურის უფროსი და მის მოადგილე, ბოლუხი, DOI-ს უფროსი, შინაპატიმრობაში იმყოფებოდნენ, როგორც ჩემი შიდა წყაროები ამბობენ“,- წერს ანდრეი სოლდატოვი.
Putin appears to be truly unhappy with the FSB in Ukraine: he attacked the 5 Service SOiMS (FSB's foreign Intelligence branch). Sergei Beseda, head of the Service, and his deputy Bolukh, head of the DOI, placed under house arrest, according to my sources inside.
— Andrei Soldatov (@AndreiSoldatov) March 11, 2022