1746733863
უკრაინაში 30 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უკრაინაში 30 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საგანგებო მდგომარეობა დღეს შუა ღამიდან 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
კანონპროექტი უკრაინის პარლამენტმა ახლახან დაამტკიცა. კანონპროექტი მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას დააწესოს კომენდანტის საათი საჭიროების შემთხვევაში.
უკრაინა დააწესებს შეზღუდვებს ციფრული და რადიო საკომუნიკაციო სერვისების მთელ რიგზე, რაც მთავრობის თქმით, შესაძლოა სიტუაციის გამწვავება გამოიწვიოს.
სამხედრო რეზერვისტებს ქვეყნის დატოვების უფლება არ ექნებათ.
დეკლარაცია ეხება მთელ უკრაინას, გარდა ორი აღმოსავლეთის რეგიონისა, რომლებიც 2014 წლიდან საგანგებო მდგომარეობაშია.