სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დავით ჭელიძე 112-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა

112-ე საჯარო სკოლა

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის მაჟორიტარმა წევრმა დავით ჭელიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს და პედაგოგებს. დავით ჭელიძე, თავის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე 112-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. 

„ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს და მასწავლებლებს. განსაკუთრებით სასიხარულოა თითოეული ახალი სასწავლო წლის დაწყება. ეს არის ახალი შესაძლებლობების, მიზნებისა და წარმატებების დასაწყისი. ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს ბედნიერ, წარმატებულ და მრავალფეროვან სასწავლო წელს!“- განაცხადა დავით ჭელიძემ.

საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში უახლოეს მომავალში ახალი ტაძარი აშენდება.