პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული ომი, რუსეთის მიერვე 25 წლის განმავლობაში დაგროვებულ მიღწევებს გაანადგურებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ თავის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი ეროვნული მიღწევების განადგურებას არ წყვეტენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენზე თავდასხმით ისინი ანადგურებენ ყველაფერს, რასაც რუსულმა საზოგადოებამ ბოლო 25 წლის განმავლობაში მიაღწია და იქ დაბრუნდებიან, საიდანაც დაიწყეს განვითარება - როგორც ითქმის „ბნელ 90-იანებში“. ოღონდ უკვე თავისუფლების, მილიონობით ადამიანის კრეატიული სურვილის გარეშე იმუშაონ სახელმწიფოს განვითარებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი სიტყვებით, ასეთი იქნება ომის საზღაური რუსეთისთვის. „ეს მათთვის იქნება მტკივნეული დაცემა და ამას ისინი სატელევიზიო პროპაგანდისტებისგან „ხალხისთვის მიწოდებული ოპიუმის“ მიუხედავად იგრძნობენ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რაც არ უნდა მოუვიდეს რუსეთის ფედერაციას, ეს ვერ დაამშვიდებს უკრაინელებს, რამეთუ მათ ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგეს ამ ომში.
„ეჭვიც არ მეპარება ჩვენ ყველაფერს ავაშენებთ. ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით, რადგან ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი ამისთვის 24/7-ზე მუშაობს, მაგრამ ცხოვრება უკვე სხვანაირი იქნება, უმრავლესობისთვის ათასობით სიცოცხლის გარეშე, რომელიც ამ ომმა შეაჩერა. მარადიული ხსოვნა თითოეულს, ვინც უკრაინისთვის სიცოცხლე გაწირა“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა დასავლეთის ლიდერებს შეახსენებს, რომ თუ უკრაინა არ მიიღებს მოწინავე საბრძოლო ტექნიკას, ეს მათი პრესტიჟის მორალური დამარცხება და განადგურება იქნება. მან აღნიშნა, რომ რუსული ჯარები უკრაინული ქალაქების დაბომბვას აგრძელებენ.
„ლვოვი, კიევი და ჟიტომირის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის ოლქები, დონბასის ქალაქების - სევეროდონეცკის, კრამატორსკის და მარიუპოლი... სარაკეტო დარტყმები, ავიაბომბები. რამდენადაც შეგვიძლია, ვაგდებთ რუსულ რაკეტებს. ვანადგურებთ მათ თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს და ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ჯერ არ გვაქვს ადეკვატური ანტისარაკეტო იარაღი“, - თქვა ზელენსკიმ.