პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„რუსეთსა და უკრაინას შორის რეალური მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ძალიან შორსაა“,- ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა.
შსს-ს ხელმძღვანელის მრჩევლის თქმით, მომდევნო გამოსვლაში პუტინი კიდევ ერთხელ იტყვის, რომ ის არის „მშვიდობის მომხრე", მაგრამ გაიმეორებს თავის ნარატივს „ფაშისტების“ შესახებ“.
„პუტინი არ აპირებს მოლაპარაკებას მომდევნო ერთ-ორი კვირის განმავლობაში“,- განაცხადა ვადიმ დენისენკომ.
როგორც დენისენკო ამბობს, პუტინი უკვე მიხვდა, რომ კარგავს პოზიციებს და სერიოზულ წარმატებას ვერ აღწევს.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია უკრაინასთან მოლაპარაკებებში შერბილდა, მაგრამ უკრაინას გადაწყვეტილი აქვს იბრძოლოს ბოლომდე.
ამასთან, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მისი პრიორიტეტები მოლაპარაკებებში საკმაოდ ნათელია - ეს არის ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უკრაინის რეალური გარანტიები და უკრაინის რეალური დაცვა.