რატომ არ უნდა გარეცხოთ სარეცხი 40 გრადუს ტემპერატურაზე - სპეციალისტების რჩევა
1772736628
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ CNN-ის ეთერში რუსეთის მიერ რეგიონში განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის ერთ სიბრტყეში განხილვა არ შეიძლება, რადგან საქართველო ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
"უკრაინა და საქართველო ერთი და იგივე ქეისი არ არის, რადგან საქართველო რუსეთის მიერ ორსაუკუნოვანი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
საქართველოში ორი ოკუპირებული რეგიონი არის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები. საქართველოს პერსპექტივა ევროპაა.
რუსეთთან უკანასკნელი 2008 წლის ომის შემდეგ, მივიღეთ ევროკავშირის ვიზალიბერალიზაცია, ვდგამთ დასავლეთის წევრობის ნაბიჯებს.
საქართველო უკრაინის მხარდამჭერ ყველა რეზოლუციას შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის პოპულაცია უკრაინას ამ კონფლიქტში მხარს უჭერს და თუ ჩამობრძანდებით საქართველოში, ნახავთ რომ ქუჩები უკრაინის დროშებით სავსეა.
ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ყველა საერთაშორისო სანქციაში და ესეც დიდ რამ არის საქართველოს ფინანსური სექტორის შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ასევე, საერთაშორისო დონეზე ვმონაწილეობთ ყველა რეზოლუციაში, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერადაა მიღებული.
საქართველოს მოსახლეობამ უკრაინის მხარდაჭერის და სოლიდარობის დემონსტრირება მასშტაბური აქციით არაერთხელ გამოხატა.