ქუთაისის მუნიციპალიტეტში "მეეზოვის დღე" აღნიშნეს

მეეზოვის დღე

ქუთაისის მუნიციპალიტეტში  „მეეზოვის დღე“ აღინიშნა. ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ  მამუკა  ხიმშიაშვილმა,  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული დღე ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებს მიულოცეს.

„მეეზოვის დღესთან“ დაკავშირებით, „სპეცსერვისებმა“ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული თანამშრომლები გამოავლინა:

„წლის მეეზოვის“ წოდება მიენიჭათ მადონა გვეტაძეს და რაჟდენ ხუნდაძეს,  „წლის საუკეთესო მძღოლი“ გახდა ზაზა ვაშაყმაძე, „წლის საუკეთესო ტექნიკური მუშაკი“  - ილია ლომიძე, კომპანიის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი კი შალვა ლეშკაშელი აღმოჩნდა. „სპეციალური სერვისების“  ადმინისტრაციამ მეეზოვეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.