თურქეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იქნება - ერდოღანი

zelenski putin erdogan

თურქეთი მზადაა უკრაინის უსაფრთხოება სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უზრუნველყოს - ამბობს ერდოღანი. მისივე განცხადებით, თურქეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა ხდება. 

"თურქეთი მზადაა იყოს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ უზრუნველყოფს," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა.

ამის შესახებ ერდოღანმა კომენტარი დღეს, გააკეთა, იტყობინება უცხოური გამოცემა Reuters. 

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მისი შეთავაზება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირისპირ მოლაპარაკებებისთვის შეხვედრას უმასპინძლოს კვლავ ძალაში რჩება.

უკრაინა-რუსეთს შორის მედიატორი თურქეთია.

ორი დღის წინ, 29 მარტს, თურქეთმა უკრაინელ და რუს დელეგაციებს უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის დასრულების მოლაპარაკებებზე უმასპინძლა.

უკრაინამ ისრაელი და ნატოს წევრი ქვეყნები - კანადა და პოლონეთი პოტენციურ გარანტორ სახელმწიფოებად დაასახელა. 

თურქეთს შავ ზღვაზე საზღვაო საზღვრები აქვს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან.