უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა ჩერნიგოვის რაიონში ორ სოფელზე კონტროლი აღადგინეს

chernigovi

უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი ჩერნიგოვის რაიონში კიდევ ორ ​​დასახლებაზე აღადგინეს. ლუკაშოვკაში და სლობოდაში ოკუპანტებისგან ბევრი ფეთქებადი „საჩუქარი“ დარჩა.

ამის შესახებ ჩერნიგოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ჩაუსი იტყობინება. 

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუკაშოვკა და სლობოდა  გაათავისუფლეს. იქ ორკებისგან ბევრი ასაფეთქებელი "საჩუქარი" დარჩა", - თქვა მან.

ვითარება ჩერნიგოვის რეგიონში

რამდენიმე დღის წინ, ჩერნიგოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მტრის ზარალი რეგიონში იმდენად დიდია, არაფრით ჩამოუვარდება ჩერნობაევკაში არსებულ მდგომარეობას.

ჩვენი შეიარაღებული ძალები ანადგურებენ მტრის უდიდეს ძალას“, - თქვა ჩაუსმა.

იმავდროულად, თავად ჩერნიგოვში ვითარება ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

ოთხ კვირაზე მეტია ქალაქში არ არის დენი, წყალი, გაზი, გათბობა და თითქმის შეუძლებელია კომუნიკაცია.

ქალაქში დამპყრობლების მიერ მოკლული ადამიანების რაოდენობა უკვე 400 კაცამდე შეიძლება იყოს.