რუსეთში დააკავეს ჟურნალისტი, რომელიც შსს-ს პრესკონფერენციაზე უკრაინის დროშის ფერებში მივიდა

ჟურნალისტი

რუსეთში, ქალაქ კრასნოიაკში ჟურნალისტი, მარია ანტუიშევა დააკავეს. რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს ცნობით, ჟურნალისტი მის დაკავებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ წინა დღით ის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესკონფერენციაზე მხარდაჭერის გამოსახატავად უკრაინის დროშის ფერებში მივიდა.

მოგვიანებით მან ეს ფოტო Facebook-ზე გაავრცელა — მას ბრალად "რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია" ედება.

სასამართლომ ჟურნალისტი წაყენებულ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 30 000 რუბლით დააჯარიმა. გამოცემის ცნობით, ანტუიშევა გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს