გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
უკრაინაში ესტონეთის ელჩმა, კაიმო კუუსკმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში ესტონეთი უკრაინას Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის.
„დაძაბულობა 2021 წლის ოქტომბერში გამწვავდა და უკვე მაშინ დავიწყეთ იმის განხილვა, თუ რითი შეგვეძლო უკრაინის დახმარება. ვიმედოვნებთ, რომ ახლა ეს უმოკლეს ვადაში მოხდება. ეს ნორმალური პროცედურაა. აშშ-სგან ნებართვა უნდა მოგვეღო. აშშ სწრაფად გამოეხმაურა ამ მიმართვას. ესტონეთში Javelin-ის რაკეტები გვაქვს, რომელიც უკრაინაში გასაგზავნად მზად არის. საუბარია ათეულობით რაკეტაზე. კონკრეტულ რიცხვს არ დავასახელებ, თუმცა ეს რიცხვი შთამბეჭდავია“, - აღნიშნა უკრაინაში ესტონეთის ელჩმა.
20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ბალტიის ქვეყნებს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიწოდების ნებართვა გასცა. ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ამერიკას მიმართეს, რათა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო და სხვა ტიპის შეიარაღების მიწოდების ნებართვა მიეღოთ.
საექსპორტო კონტროლის წესების თანახმად, ბალტიის ქვეყნებს იარაღის გადაცემის ნებართვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან უნდა მიეღოთ.