პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"რუსები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, უკრაინული ძალების პოზიციებს ბომბავენ, შტურმი ხორციელდება პოპასნაიაზე", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„დონეცკისა და ტავრიის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე მტერმა საარტილერიო დაბომბვა განახორციელა. მათ ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები განახორციელეს. ისინი პოპასნაიას დასახლებაზე შტურმს ახორციელებს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, სლობოჟანსკის მიმართულებით, რუსი ოკუპანტები ხარკოვის, კარასივკას, პრუდიანკასა და კორორბოჩკინოს დასახლებებში საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვას აგრძელებენ.
„იზიუმ - ბარვინკოვისა და იზიუმ - სლოვიანსკის მიმართულებით მტერი წარუმატებლად ცდილობდა თავდასხმის ოპერაციების განხორციელებას და ბობავდა ველიკა კომიშუვახას, ვირნოპილიასა და ნოვა დმიტრივკას დასახლებების ტერიტორიებს. მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის 7 შეტევა, გაანადგურეს 13 ტანკი, 3 საარტილერიო სისტემა, 17 ჯავშანტექნიკა, 18 მანქანა და 4 ტანკერი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათი განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა Orlan-10-ის ტიპის სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.