გვინდა, რუსეთი იმდენად დასუსტებული ვიხილოთ, რომ ვეღარასდროს შეძლოს ისეთი რამ, როგორიც უკრაინაში შეჭრაა - ლოიდ ოსტინი

ლოიდ ოსტინი

„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა დარჩეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც შეძლებს, საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დაცვას. გვინდა, რუსეთი იმდენად დასუსტებული ვიხილოთ, რომ ვეღარასდროს შეძლოს ისეთი რამ, როგორიც უკრაინაში შეჭრაა“, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან 3-საათიანი საუბრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა,  ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს

„გამარჯვების პირველი ნაბიჯი არის იმის რწმენა, რომ მოგება შესაძლებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკრაინელებს შეუძლიათ ომი მოიგონ, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა. საჭირო მხარდაჭერა და ჩვენ ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.