21 იანვარს პლანეტა ჩაეფლობა მაგნიტურ შტორმში - მოვლენა, რომელსაც ყველა ადამიანი იგრძნობს
1737404369
„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვერავინ იტყვის: „ოჰ! ჩვენ ამას არ ველოდით!",- ამის შესახებ გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„რუსეთი ახლახან სამხედრო ზომების მიღებით იმუქრებოდა, თუ მის მოთხოვნებს არ შეასრულებენ. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვერავინ იტყვის: „ოჰ! ჩვენ ამას არ ველოდით!“ - ამას საშინელი შედეგები მოჰყვება. ამიტომაც გაეროს უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა.