დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება - აშშ და მოკავშირეები განაგრძობენ მზადებას ყველა სცენარისთვის - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი.
თეთრი სახლის თანახმად, დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში შეერთებულმა შტატებმა დეტალურად წარმოადგინა რუსეთის საფრთხის სრული ხასიათი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ.
„ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად განვუმარტეთ ამ საფრთხის შედეგები - არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ გაეროს წესდების და თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის ძირითად პრინციპებისთვის.
თუ რუსეთი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს დიალოგის გზით, შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ჩართულობას გააგრძელებენ. თუ ამის ნაცვლად რუსეთი გადაწყვეტს უარი თქვას დიპლომატიაზე და შეიჭრა უკრაინაში, რუსეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა და სწრაფი და მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება.
შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები აგრძელებენ მზადებას ყველა სცენარისთვის. მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს რუსეთის საფრთხის შემცველი ქმედებები და მზად უნდა იყოს უპასუხოს რისკებს. უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა არის კრიტიკული ნაბიჯი იმისთვის, რომ მსოფლიო შეთანხმდეს: ძალის გამოყენებაზე უარის თქმა, სამხედრო დეესკალაციისკენ მოწოდება, დიპლომატიის მხარდაჭერა, როგორც საუკეთესო გზა და თითოეული წევრი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ თავი შეიკავოს აგრესიისგან მეზობლების წინააღმდეგ“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.