ჯეიმს კარიუკი: დღეს რუსეთი უარყოფს, რომ მისი ძალები უკრაინას საფრთხეს უქმნიან

კარიუკი

2008 წელს რუსეთმა ამ საბჭოს უთხრა, რომ საქართველოში სამშვიდობოებს აგზავნიდა. რეალურად, ის დამოუკიდებელ, დემოკრატიულ ქვეყანაში იჭრებოდა. - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაერო-ში, ჯეიმს კარიუკი აცხადებს.

„2014 წელს რუსეთმა ამავე საბჭოზე უარყო ყირიმში მისი ძალების არსებობა. რეალურად, მისი ჯარისკაცები დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინის ნაწილის ანექსიას ახდენდნენ. დღეს რუსეთი უარყოფს, რომ მისი ძალები უკრაინას საფრთხეს უქმნიან, თუმცა ჩვენ კვლავ ვხედავთ დეზინფორმაციას, კიბერშეტევებსა და დესტაბილიზაციის შეთქმულებებს, რომლებიც მიმართულია დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ“,- განაცხადა ჯეიმს კარიუკმა.