ცნობილია როდის გაიმართება იტალიაში საპრეზიდენტო არჩევნები

archevnebi italiashi

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრის სხდომა 24 იანვარს დანიშნა. ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს.

კენჭისყრა რამდენიმე დღე გაგრძელდება და რამდენიმე ტურად ჩატარდება.

მთავარი ბრძოლა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისა და ექსპრემიერ სილვიო ბერლუსკონის შორის გაიმართება.

იტალიის მოქმედი პრეზიდენტის, სერჯო მატარელას უფლებამოსილების ვადა 3 თებერვალს იწურება. ის 80 წლისაა, და მეორე ვადით არჩევაზე უარი თქვა.