ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად პოლონეთში გაემგზავრა

  ukrainina

საფეხბურთო კლუბ „ოსასუნას“ ნახევარმცველი რუბენ გარსია უკრაინელ ლტოლვილებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.

ამ მიზნით 28 წლის ესპანელი ვარშავაში გაემგზავრა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

„მეზობელმა მითხრა, ორ მეგობართან ერთად ვარშავაში წამლებით, საფენებით, ბავშვის საკვებით მიდიოდა, სულ 12 კაცი. ჩვენ რეალობასთან კავშირი არ უნდა დავკარგოთ. ვგრძნობდი, რომ ჩემი წილი უნდა გამეკეთებინა.

პოლონეთიდან გვითხრეს, რომ ყველაზე მეტად საჭიროა საფენები, ბავშვის საკვები, კონსერვები, ასევე მედიკამენტები, ხელთათმანები და სამედიცინო საშუალებები. ჩვენ გვყავს ხუთი სატვირთო მანქანა, რომელიც სავსეა პირამდე“, - განაცხადა რუბენ გარსიამ.

რუბენ გარსიამ მიმდინარე სეზონში “ოსასუნაში„ 28 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა. მთლიანობაში მან ლა ლიგაში 207 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 20 გოლი გაიტანა.