„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს. უკრაინელების დასახმარებლად ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩადის. რუსი ოკუპანტებს ებრძვიან უკრაინაში წასული ქართველებიც.
მათ შორის ერთ-ერთი 63 წლის სნაიპერი ქალი, დარეჯან მაისურაძე, რომელიც აფხაზეთის ომშიც იბრძოდა. იგი 28 წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
„რუსთავი 2“-ის შუადღის გადაცემაში სნაპიერი ქალი საკუთარ ემოციებზე და უკრაინაში ყოფნაზე საუბრობს.
„ამჟამად ტერიტორიულ დაცვაში ვიმყოფები. ვიბრძვით ისე, როგორც შეგვიძლია. მე არ ვიცი, რას ფიქრობენ დანარჩენი ქართველები, მაგრამ მე ნამდვილად მაქვს ამ ხალხის ვალი და სანამ უკრაინას უჭირს, აქედან ფეხს არ მოვიცვლი.
უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე იმ დღესვე, როდესაც ომი დაიწყო და არ ვნანობ. შვილები თავიდან შეშინებულები იყვნენ, მაგრამ ბედს ვერსად გავექცევით. ერთადერთი რაც ვიცი ის არის, რომ მე ვდგავარ იქ, სადაც უნდა ვიდგე...
ბევრი უკრაინელი იბრძოდა აფხაზეთში ჩემს გვერდით და ბევრიც დაიღუპა და ჩემი ვალია ახლა მათ გვერდით ვიყო“,- ამბობს დარეჯან მაისურაძე.