ლეპსი, ტიმატი, ბილანი - უკრაინა პუტინის მომხრე 47 ხელოვანს სანქციებს უწესებს

რუსი მომღერლები

უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ დეპარტამენტი სანქციებს უწესებს რუს ხელოვანებს, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის რეჟიმს. აღნიშნულია, რომ ამ სიაში 47 შემსრულებელია, თუმცა სია გაფართოვდება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

ამ დროისთვის ამ წინადადებას მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაუჭირა მხარი. ახლა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსა და პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერია - ისინი სანქციებზე უნდა შეთანხმდნენ.

„შავ სიაში" შედიან:

მუსიკოსები - ნიკოლაი ბასკოვი, დიმა ბილანი, პოლინა გაგარინა, ოლეგ გაზმანოვი, ჯიგანი, ლარისა დოლინა, სერგეი ჟუკოვი, გრიგორი ლეპსი, ნიკოლაი რასტორგუევი, ტიმატი.

მსახიობები და რეჟისორები - დიმიტრი ხარატიანი, იანა პოპლავსკაია, დიმიტრი პევცოვი, ნიკიტა მიხალკოვი, ვლადიმერ მაშკოვი, მარატ ბაშაროვი.

ამ სიაში ასევე იყვნენ პოლიტიკოსები, კრემლის პროპაგანდისტები და ორი იურიდიული პირი - თანამგზავრული ტელეარხის სოიუზის მფლობელები.

„ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების სიების გაფართოებას. გამონაკლისის გარეშე, დაისჯება პუტინის სისხლიანი რეჟიმის ყველა თანამზრახველი, როგორც უკრაინაში ვამბობთ - „русская военная песня, плыви вслед за русским кораблем“- ამბობს ტკაჩენკო.