ტრამპი: ევროპამ უფრო მეტი ფული დახარჯა რუსული ნავთობისა და გაზის შეძენაზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ევროპა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კიევისთვის არასაკმარისად გაღებული დახმარების გამო.

„ევროპამ უფრო მეტი ფული დახარჯა რუსული ნავთობისა და გაზის შეძენაზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე - ბევრად უფრო მეტი!“ - აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.