Times: კრემლმა მოლდოვაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინა

Times- წერს, რომ კრემლმა მოლდოვაზე თავდასხმა გადაწყვიტა. რუსეთი ახალი ფრონტის გახსნას უკრაინის წინააღმდეგ მოლდოვიდან შეეცდება - ინფორმაციას გამოცემა უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გვჯერა, რომ კრემლმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება მოლდოვაზე თავდასხმის შესახებ. მოლდოვას ბედი გადამწყვეტია. თუ რუსები დაიწყებენ კონტროლის აღებას, ჩვენ ვიქნებით უფრო მარტივი სამიზნე სამხედრო თვალსაზრისით და უკრაინას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება,"- აცხადებს წყარო.

გავრცელებული ვერსიით, რუსეთმა შესაძლოა მოლდოვაში შეჭრა 9 მაისის შემდეგ სცადოს.

სხვა სიახლეები