გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანა დათულიშვილი სამართალდამცველის მიერ სამოქალაქო პირისადმი გამოჩენილი ყურადღების შესახებ წერს.
„ამ ბიჭის შესახებ მინდა მოგიყვეთ!
დაახლოებით ორი თვის წინ კახეთში ვარდისუბნის „კრუგს“ ეძახიან, მოვდიოდი ჩემს შვილთან ერთად… გზაზე იყო მანქანა გაჩერებული და პოლიციის ფორმაში ჩაცმული, ეს უმაგრესი ბიჭი დასტრიალებდა მანქანიდან გადმოვარდნილ, გულის შეტევით მყოფ პაპას (სულ მარტო… მერე შეუერთდნენ სხვა მოქალაქეები). არ მავიწყდება, როგორ უვლიდა, სანამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდოდა, რომ ცოცხალი ჩაებარებინა ექიმებისთვის. სიტყვებით ვერ აღვწერ მის სასწაულ დამოკიდებულებას უცნობი პაპის მიმართ. ერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ უმაგრესი დედის გაზრდილი ბიჭია! ეს ბიჭი იმ დღიდან გმირია! როგორც შემდეგ გავიგე, მუშაობს ახმეტის პოლიციაში. ბევრ ასეთი პოლიციელს ვისურვებდი გვყავდეს“. - წერს ანა დათულიშვილი.