ცნობილია, 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ვინაობა
1740385707
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა დღეს საღამოს საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების, ასევე კერძო სექტორის მიმდინარე ქმედებებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, რუსეთისთვის საფასურის გადახდისკენაა მიმართული. ის მიესალმა „ვიზას“ და „მასტერქარდის“ მხრიდან რუსეთში საქმიანობის შეჩერებას.
პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ზრდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას უკრაინის მიმართ და მჭიდროდ თანამშრომლობს კონგრესთან დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება რუსეთის მხრიდან უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის გამო და მაღალი შეფასება მისცა იმ უკრაინელი ოპერატორების უნარებს და გამბედაობას, რომლებმაც რეაქტორები უსაფრთხო მდგომარეობაში შეინახეს. ლიდერებმა ასევე განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლო დროს გამართული მოლაპარაკებები“,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.