შერი საკუთარ სახლში უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებს

შერი

ამერიკელმა მომღერალმა, შერიმ თქვა, რომ საკუთარ სახლში უკრაინელ ლტოლვილ ოჯახებს მიიღებს.  ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

„მინდა, ჩემს სახლში უკრაინული ოჯახები შევიფარო. ისინი იქნებიან უსაფრთხოდ და მოვლილი. ჩემს პოზიციაზე ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ კრიზისში. იმედია ვინმე იზრუნებს ამაზე“, - დაწერა მან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხეთი ვეღარ უმკლავდება უკრაინელი ლტოლვილების ნაკადს, რომლებიც ხსნას ეძებენ უკრაინაში რუსეთის შეჭრისგან.