1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ლექსო ქავთარაძის უკრაინელი სიმამრი და ცოლის ძმა, ისევ დაკარგულებად ითვლებიან. ომი რომ დაიწყო, ბურლიაები კიევში იყვნენ. მას შემდეგ მათი კვალი ქრება. ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში მცხოვრები ოჯახი, სიდედრი და მეორე ცოლის ძმა, დღემდე ვერ ახერხებს მათ მოძებნას.
როგორც ლექსო "პრაიმტაიმთან" ამბობს, სიახლე ისევ არ აქვთ. მისი ცოლის, ტატიანას ოჯახის წევრებს ისევ ეძებენ და ამ განსაცდელს როგორღაც უძლებენ.
ლექსო ქავთარაძე: - სიდედრს გუშინ რომ ვესაუბრებოდით საზარელი განგაშის ხმა გვესმოდა. სარდაფში არიან. იქ ცხოვრობენ. ჯერჯერობით უძლებენ. ივანო-ფრანკოვსკი არ იბომბება, მოშორებით ცვივა ჭურვები. ჯერჯერობით, ასეა. ვთავაზობთ ჩამოსვლას. მაგრამ ჯერ არ ფიქრობენ. მათი თანემამულეები იბრძვიან და ბუნებრივია, ვერც ისინი ვერ ტოვებენ სამშობლოს. თუ ამ ქალაქსაც დაუწყებს მიწასთან გასწორებას, მერე უკვე ჩამოვიყვანთ.
სხვა გზა არ არის, ვუძლებთ.