პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ჩვენ დავაბრუნებთ ელჩს საქართველოში, როგორც კი ვიგრძნობთ ხელისუფლების ლიდერების მხრიდან მხარდაჭერას“ – ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვას.
ზელენსკიმ თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
„არ მესმის სახელმწიფოს ლიდერების პოზიცია. მრავალი კილომეტრის მიუხედავად, ჩვენ მეზობლები ვართ, არ გვსურს კონფლიქტი საქართველოსთან. როგორ გამოვიდა საქართველო ქუჩაში, როგორ დაგვიჭირა მხარი, მაგრამ მოქმედებებს ვერ ვხვდები. [...] რატომ არ აწესებენ სანქციებს. მე გავიგე, რომ ამის მიზეზად ეკონომიკის დაცვას ასახელებენ. რომელი ეკონომიკა? რუსეთმა უკვე წაიღო საქართველოს ტერიტორიის 1/4“, – თქვა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.