გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
1742211497
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადება უკრაინაში ომის 24 საათში დასრულების შესახებ, ცოტათი სარკასტული იყო.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, მას ცეცხლის შეწყვეტა სურს, რაზეც უკრაინის თანხმობა უკვე აქვს და იმავეს მიღწევას ცდილობს რუსეთთანაც.
„მე ცოტათი სარკასტული ვიყავი, როდესაც ეს ვთქვი. რასაც ნამდვილად ვგულისხმობ, არის ის, რომ მინდა მოვაგვარო ეს საკითხი, და მე ვფიქრობ, რომ წარმატებას მივაღწევ. ეს არის ძალიან რთული სიტუაცია. ეს არის სისხლიანი, საშინელი ომი. როგორც იცით, გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკრაინულ მხარესთან და ვცდილობთ იმავეს მიღწევას რუსეთთანაც. ვფიქრობ, რომ აქამდე ყველაფერი კარგად წავიდა. და თუ რუსეთის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ეს ცუდი ამბავი იქნება მსოფლიოსთვის, რადგანაც ამდენი ადამიანი კვდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის დათანხმდება, მართლა ასე ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ მას და მგონია, რომ დათანხმდება“, - თქვა ტრამპმა