1732386875
სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინის წინააღმდეგ ომში - ზელენსკი
სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინის წინააღმდეგ ომში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კიევის ზურგს უკან არ უნდა იმართებოდეს.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მთავრობის პოზიცია აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ცალკეული დასავლელი ლიდერი კულისებს მიღმა მოლაპარაკებების გამართვის გამო გააკრიტიკა.
„ჩვენ გვჭირდება მუდმივი ინტერესი დასავლეთის მხრიდან, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. არ შეიძლება მოლაპარაკებები უკრაინის ზურგს მიღმა. როგორ შეიძლება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, უკრაინის პოზიციის მოსმენის გარეშე? ეს გასაოცარია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დასავლელ პარტნიორებს მეტის გაკეთება შეუძლიათ, რომ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მათ შეუძლიათ, უზრუნველყონ უკრაინა საჭირო იარაღით და მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააწესონ, მათ შორის ნავთობისა და გაზის სრული ემბარგო.
„ისინი მხარს უჭერენ უკრაინას, მაგრამ ამავდროულად ამოწმებენ, რა შეიძლება გაკეთდეს, სანქციების შესამსუბუქებლად, რათა ბიზნესი არ დაზარალდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ:
👉 კიბოს დამარცხება უკვე შესაძლებელია - ახალი თერაპია, რომელმაც ონკოლოგიური პაციენტების 100% განკურნა
👉 VIDEO: რა ხდება ამ წუთებში გლდანში - სტიქიის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
👉 დიდი დაპირისპირება კრიმინალურ სამყაროში - ტარიელ ონიანი ლავასოღლის წინააღმდეგ
👉 „She said yes“ - სალომეს შეყვარებულმა ხელი სთოხვა
👉 რა ხდება ამ წუთებში საგურამოში - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
👉 VIDEO: ნინო ჩხეიძეს ტორტის ჩაქრობისას თმაზე ცეცხლი წაეკიდა