პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ძალიან მნიშვნელოვანი თვეა. თუ პასუხი ნეგატიური იქნება, მაშინ უნდა ვთქვათ რა არის შემდეგი საქართველოსთვის და უკრაინისთვის. თუ იქნება პოზიტიური პასუხი, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საქართველო და უკრაინა გააძლიერებენ ევროკავშირს, - ამის შესახებ ექსპერტმა ბრემ ბოქსჰორნმა ნიდერლანდებში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ საკითხის შესახებ საზოგადოებრივი აზრი ძალიან დიდ როლს თამაშობს და ასეა ნიდერლანდებში. იმედი მაქვს, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია შეცვლის დამოკიდებულებას, რაც საქართველოს და უკრაინის წევრობას მომავალში რეალობად აქცევს. ევროკავშირის კანდიდატობა წევრობა არ არის, მაგრამ თუ წინგადადგმული ნაბიჯი ამ პროცესში აღიქმება როგორც წევრობისკენ ნაბიჯი. ამას ყველა აღიარებს და ამიტომაა მნიშვნელოვანი ლიდერების პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა ექსპერტმა.