VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.
ბლინკენის თქმით, გაზრდილი დაფინანსება შესაძლებლობას მისცემს უკრაინას, სტაბილურად გაგრძელდეს პირადი დაცვის, საველე, ტაქტიკური, სამედიცინო, ჯავშანტექნიკისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობის შედინება სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურისა და უკრაინის ეროვნული პოლიციისთვის.
„ამ თანხით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო შეძლებს, უზრუნველყოს საზღვრის უსაფრთხოება, შეინარჩუნოს სამოქალაქო სამართალდამცავი ფუნქციები და დაიცვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამთავრობო ინფრასტრუქტურა ვლადიმირ პუტინის წინასწარგანზრახული, არაპროვოცირებული და უსაფუძვლო თავდასხმის პირობებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.