რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონი დაბომბეს - შედეგად დაიღუპა ქალი და დაშავდა 1 მამაკაცი

დაბომბეს

ომი გრძელდება უკრაინაში - საჰაერო განგაში ღამით რამდენიმე ოლქში, დრონების საფრთხის გამო ჩაირთო.

რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონი დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ქალი და დაშავდა 1 მამაკაცი, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ელექტროგადამცემი ხაზი.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

რუსეთში კი ვორონეჟის ოლქში დრონებით იერიშის შემდეგ ნავთობსაცავი იწვის - ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ავრცელებს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ცხელ წერტილად ამ დრომდე რჩება პოკროვის მიმართულება.

პარალელურად, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. უკრაინული მხარე ავრცელებს ვიდეო-კადრებს, სადაც სამშობლოში დაბრუნებული ჯარისკაცები ჩანან. 25-25 სამხედრო ტყვის გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით შედგა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაწეული დახმარებისთვის შუამავალ ქვეყანას მადლობა გადაუხადა.

აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთსაც და უკრაინასაც დათმობაზე წასვლა დასჭირდებათ და "ეს რთული სამუშაო იქნება".