რუსული ელიტა პუტინის ჩამოშორების ვარიანტებს განიხილავს - ვის დასახელებას აპირებენ ე.წ. მემკვიდრედ

ვლადიმერ პუტინი

მოწამვლა, მოულოდნელი დაავადება, უბედური შემთხვევა - რუსული ელიტა პუტინის ჩამოშორების ვარიანტებს განიხილავს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, განიხილება სხვადასხვა ვერსია, თუ როგორ ჩამოაშორონ პუტინი ძალაუფლებას, მათ შორის ერთ-ერთ ვარიანტად რუსული ელიტა მის ფიზიკურ ლიკვიდაციასაც განიხილავს.

„მოწამვლა, მოულოდნელი დაავადება, უბედური შემთხვევა - რუსული ელიტა პუტინის ჩამოშორების ვარიანტებს განიხილავს. რუსეთის ბიზნესს და პოლიტიკურ ელიტაში უკვე ყალიბდება პუტინის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი გავლენიანი ჯგუფი, რომელთა მიზანი პუტინის ხელისუფლებიდან სწრაფი ჩამოშორება და დასავლეთთან უკრაინაში მიმდიმარე ომის გამო გაწყვეტილი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა," - აღნიშნულია დაზვერვის ინფორმაციაში.

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელობის განცხადებით, რუსულ ელიტას რუსეთის ეკონომიკის შენარჩუნება სურს, რომელიც სანქციებისა და მრავალი კომპანიის ქვეყნიდან გასვლით სწრაფად ნადგურდება.

ე.წ. მემკვიდრედ ФСБ-ს დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი განიხილება, რომელიც პუტინის მიერ არაკეთილგანწყობილთა სიაში მოხვდა.

აღინიშნება, რომ ФСБ-ს ხელმძღვანელობას, სავარაუდოდ კადიროვის ძალაუფლების "შესუსტებაც" სურს. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაცია უკრაინაში "კადიროველების" დისლოკაციის შესახებ  სწორედ რუსული მხრიდან წამოვიდა.