ვარსკვლავები, რომლებიც პუტინს და უკრაინის ომს მხარს უჭერენ - უკრაინაში მათ გამოსავლენად სპეციალური საიტი შეიქმნა

არტისტები

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკრაინელი და რუსი ვარსკვლავები განსხვავებულად გამოეხმაურნენ. ზოგი მხარს უჭერს უკრაინას, ზოგი კი დუმს ან ღიად აქებს პუტინს.

უკრაინაში შეიქმნა ვებგვერდი, სადაც მოცემულია ყველა იმ ვარსკვლავის სახელები, რომლებიც ასე თუ ისე მხარს უჭერდნენ უკრაინაში ომს, მათ შორის არიან უკრაინელი არტისტებიც, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ.

იგივე ტენდენციაა რუსეთის ფედერაციის ვარსკვლავებს შორის. ყველა „ჩუმ ადამიანს“ ეშინია კრემლში გამოსვლით ფულის შოვნის შესაძლებლობის დაკარგვის. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს პუტინს და უკრაინის ომს. სიაში მოხვდნენ: დიმა ბილანი, ვლად ტოპალოვი, ანი ლორაკი, სტანისლავ ბონდარეკო, ტიმატი, ოლეგ გაზმანოვი, გრიგორი ლეპსი, ვლადიმირ პრესნიაკოვი, ფილიპ კირკოროვი, ნიკალაი ბასკოვი და სხვა ცნობილი მომღერლები და ინფლუენსერები.

ნახეთ, უკრაინულ გვერდზე გამოქვეყნებული არტისტების სია: