დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინელი გენერალი მიკოლა მალომუჟი ამბობს, რომ პუტინი ატომური ომის შემთხვევაში ბუნკერს ამზადებს. ამის შესახებ მან Obozrevatel-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა დააჭიროს „ბირთვულ ღილაკს“, თუმცა, მან ისიც იცის, რომ უკრაინის ომი შეიძლება გახდეს ნატოსთან გლობალური კონფლიქტის დეტონატორი.
„რუსეთის ხელმძღვანელობა შესაძლოა, ამზადებს მიწისქვეშა ქალაქს ქვეყნის აღმოსავლეთით ბირთვული ომის შემთხვევაში. ამაზე ირიბად მოწმობს 17 მარტს განხორციელებული სამთავრობო ფრენები. კავშირის დროს არსებობდა მიწისქვეშა კონტროლის ცენტრები, სადაც რამდენიმე თვე შეგეძლო ოფლაინში ცხოვრება“, - განაცხადა გენერალმა.
მალომუჟის განცხადებით, ბუნკერი, რომელშიც შესაძლოა, პუტინი დაიმალოს, არის მიწისქვეშა, რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზე. იქ არსებობს ყველა საკომუნიკაციო სისტემა, მათ შორის მიწისქვეშა კომუნიკაციები სხვა რეგიონებთან.
ასევე, შესაძლებელია ელექტრომომარაგება გარე წყაროებისგან და ჰაერის გაწმენდა. მალომუჟის თქმით, ასეთ ბუნკერში 1 წლის განმავლობაშია ცხოვრება შესაძლებელი.