„ახალ წელს არ იყიდოთ არც გოჭი და არც ინდაური, არც ნიგოზი...“ - ექიმი
1767082924
დონეცკის ოლქში, რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში სამოქალაქო პირების 50-ზე მეტი სამარხი აღმოაჩინეს. დაღუპულთა ნაწილი არ არის იდენტიფიცირებული. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ლიმანიდან გასვლის შემდეგ ქალაქში რუსი სამხედროების ცხედრები მიატოვეს.
რუსი ოკუპანტებისგან ქალაქ ლიმანის სრულად გათავისუფლების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 ოქტომბერს განაცხადა