„საშინელებაა, რომ მსოფლიო უკრაინის გეოგრაფიას სწავლობს ისეთი სახელებით, როგორიცაა ბუჩა, ირპენი, მარიუპოლი“ - რომის პაპი

რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ახალი ანექსია დაგმო. ასევე, გამოხატა ტკივილი მრავალი მსხვერპლის გამო, რომელთა შორის ბევრი ბავშვია.

„უკრაინის ომის მიმდინარეობა იმდენად სერიოზული, დამღუპველი და მუქარის საგანი გახდა, რომ დიდ შეშფოთებას იწვევს. ამიტომ, დღეს მინდა მთელი ჩემი აზრი ამ თემას მივუძღვნა. კაცობრიობის ეს საშინელი და წარმოუდგენელი ჭრილობა შეხორცების ნაცვლად კიდევ უფრო აგრძელებს სისხლდენას.

ღრმად მტანჯავს ამ თვეების განმავლობაში დაღვრილი სისხლის მდინარეები და ცრემლები. დამწუხრებული ვარ ათასობით მსხვერპლის გამო, განსაკუთრებით ბავშვების გამო, და დიდი ნგრევის გამო, რამაც ბევრი ადამიანი და ოჯახი უსახლკაროდ დატოვა, დიდ რაიონებში სიცივისა და შიმშილის საფრთხის ქვეშ.

გარკვეული ქმედებები ვერასოდეს გამართლდება! არასოდეს! საშინელებაა, რომ მსოფლიო უკრაინის გეოგრაფიას სწავლობს ისეთი სახელებით, როგორიცაა ბუჩა, ირპენი, მარიუპოლი, იზიუმი, ზაპოროჟიე და სხვა ადგილები, რომლებიც ენით აღუწერელი ტანჯვისა და შიშის ადგილად იქცა. რა შეგვიძლია ვთქვათ იმაზე, რომ მსოფლიო კვლავ ბირთვული საფრთხის წინაშე დგას? ეს აბსურდია.

კიდევ რა უნდა მოხდეს? კიდევ რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს, სანამ მივხვდებით, რომ ომი გამოსავალი არ არის, მხოლოდ განადგურება? ღმერთის სახელით და კაცობრიობის გრძნობის სახელით, რომელიც ყველას გულში ცხოვრობს, ვიმეორებ მოწოდებას დაუყოვნებლივ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას. დაე, იარაღები გაჩუმდეს და მოდი, ვეძიოთ პირობები მოლაპარაკებების დასაწყებად, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს გადაწყვეტილებებამდე, რომელიც არ არის დაწესებული ძალით, მაგრამ არის შეთანხმებული, სამართლიანი და სტაბილური“, - განაცხადა რომის პაპმა.

აღნიშნულია, რომ ფრანცისკემ მკაცრად დაგმო ის სერიოზული ვითარება, რომელიც შეიქმნა ბოლო დღეებში რუსული აგრესორის რეგულარული ქმედებების გამო, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.